ერთწლოვანი ყვავილების ჩითილების გამოყვანისა და დათესვის სამუშაოები დაიწყო

11 მარ 2023

ახალსოფლის სანერგე-სასათბურე მეურნეობაში გაზაფხული-ზაფხულის სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების ჩითილების გამოყვანისა და დათესვის სამუშაოები დაიწყო.

ამ ეტაპზე დაითესება 700 000-მდე სხვადასხვა სახეობის ჩითილი, რომლებიც მოგვიანებით ქალაქში დაირგვება. მიმდინარე წელს სულ მილიონ ნახევრამდე ჩითილის გამოყვანა იგეგმება.

ყვავილები ქალაქის მასშტაბით არსებულ სკვერებში, პარკებში, გზაგამყოფებში და საყვავილე კლუბებში დაირგვება.