14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

11 მარ 2023

თურქეთის პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი ოფიციალურად დაამტკიცა. ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილზე 1 თვით ადრე, 14 მაისს ჩატარდება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ის მმართველი პარტიისა და ნაციონალისტური მოძრაობის ალიანსის ერთობლივი, პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება.

ოპოზიციურმა პარტიამ კი ერდოღანის კონკურენტად ქემალ ქილიჩ დაროღლუ წარადგინა.