ისრაელში სასამართლო რეფორმის ინიციატივას აპროტესტებენ

12 მარ 2023

საპროტესტო აქციები იმართება ისრაელშიც, სადაც მოქალაქეები სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამოვიდნენ. „ჩვენ გვსურს დემოკრატიის დაბრუნება, აცხადებენ მომიტინგეები“.  პრემიერ-მინისტრი ამბობს,  რომ მისი მიზანია ხელისუფლების შტოების დაბალანსება. 

პრემიერის ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს მოსამართლეების შერჩევის პროცესში ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილების შემცირებას.

ცვლილებების წინააღმდეგ აქციები ქვეყანაში მე-10 კვირაა იმართება.