''ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის მიერ საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების საფრთხის ზრდა'' - ბრიფინგი

13 მარ 2023

საქართველოს აქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ვალდებულება - ეს განცხადება  პარლამენტის წევრებმა თეონა აქუბარდიამ და ლანა გალდავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

მათ მოუწოდეს ხელისუფლებას მეორე ფრონტთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. მათი თქმით, მსგავს განცხადებებს  რუსეთი პროვოკაციებისთვის იყენებს.