ვენეციის კომისიის დასკვნა

15 მარ 2023

ვენეციის კომისიის მორიგი დასკვნა და  თითქმის ერთ წინადადებაში ჩატეული სათქმელი, რომელიც დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ეხება და რომელიც ერთ-ერთი მთავარი პუნქტია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.  

„ვენეციის კომისია“  კანონპროექტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ დოკუმენტი პერსონალურ მიდგომებს ეფუძნება და არ არის სისტემური, რომელიც მოემსახურებოდა ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას.

კომისიას ისევ აქვს შენიშვნები გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის შესახებ.