ნატო-მ თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა

15 მარ 2023

ნატო-მ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა. თავდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით,  6  სპეციალური კომპლექტაციით აღჭურვილი „ტოიოტა ლენდ კრუიზერი პრადო 150“ საქართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში გადაეცა.

უწყების ცნობით,  ავტომობილებს  თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიცია სამსახურებრივი საჭიროებებისას გამოიყენებს.