ტოჩინოშინმა მარტის ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

15 მარ 2023

ტოკიოში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს, ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ბაშოს მეოთხე დღეს, ტოჩინოშინი ტოჰაკურიუს დაუპირისპირდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. ამ დროისთვის ქართველ სუმოისტს მარტის ბაშოზე 1 მოგება და 3 მარცხი აქვს.

ბაშოს მეხუთე დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე ასანოიამა იქნება, რომელსაც მარტის ბაშოზე 3 მოგება და 1 წაგება აქვს.