ოთხი ოპოზიციური პარტიის წევრების შეხვედრები სტრასბურგში

16 მარ 2023

ის, რომ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას ევროპარლამენტარების დიდი მხარდაჭერა აქვს, ამაზე საუბრობენ  ოპოზიციონერი  პარტიის ლიდერები, რომლებიც  სტრასბურგში შეხვედრებს განაგრძობენ. 

''სტრატეგია აღმაშენებლის“, „ნაციონალური მოძრაობის“, „დროას“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლები სტრასბურგში საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს  შეხვდნენ.