გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ თად მაკფადენის და რატი ანდრონიკაშვილის „მურსიასთან“ დამარცხდა

16 მარ 2023

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის მურსიამ გიორგი შერმადინის ტენერიფეს უმასპინძლა და 15 ქულით 82:67 მოუგო.  გიორგი შერმადინმა პარკეტზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულას, 4 მოხსნას და ერთ პასს მოუყარა თავი. საქართველოს ნაკრების კალათბურთელს, თად მაკფადენს 4 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა. რატი ანდრონიკაშვილს კი მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. მურსიამ ამ მოგებით დარუშაფაქას გადაასწრო და ჯგუფში 8 ქულით მეორე ადგილზეა. ტენერიფე 9 ქულით ჯგუფის ლიდერია და ბოლო ტურში დარუშაფაქას უმასპინძლებს.