თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი იწყება 

17 მარ 2023

დღეიდან ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელთა შორის, ხალიჩები თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაში ტრადიციულად, სრული შემადგენლობით - 10 სპორტსმენით ჩაებმება.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ათი წონითი კატეგორიიდან შვიდში მედალი მოიპოვა: 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

შარშანდელი შემადგენლობიდან ამჯერად ევრპირველობაზე მხოლოდ დავით კოღუაშვილი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი სოლომონ მანაშვილი იჭიდავებენ.

რუმინეთში იჭიდავებს ასევე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვლადიმერ გამყრელიძე.