საპროტესტო აქცია პარიზში - პოლიციამ 200-ზე მეტი მოქალაქე დააკავა

17 მარ 2023

საფრანგეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციაზე სულ მცირე 217  დემონსტრანტი დააკავეს. პარიზში მოსახლეობა პრეზიდენტის კანონპროექტს აპროტესტებს, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

ფრანგული მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც  სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.