საფრანგეთის პარლამენტში მთავრობისადმი უნდობლობის შუამდგომლობის დაყენება იგეგმება

17 მარ 2023

საფრანგეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციაზე სულ მცირე 217  დემონსტრანტი დააკავეს.

პარიზში მოსახლეობა, პრეზიდენტის კანონპროექტს აპროტესტებს, რომელიც საპენსი ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

ფრანგული მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც  სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.