აფრიკის სამხრეთში წყალდიდობას 400 ადამიანი ემსხვერპლა

18 მარ 2023

მალავიში, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარეობს, წყალდიდობას სულ მცირე 400 ადამიანი ემსხვერპლა.

რამდენიმე დღის წინ ქვეყანას ციკლონი „ფრედი“ დაატყდა თავს, რამაც შტორმი გამოიწვია.

გამოცხადებულია მობილიზაცია და მე-5 დღეა მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, სამძებრო სამუშაოებში სხვადასხვა ქვეყნის მაშველებიც არიან ჩართული.