ეკვადორში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

19 მარ 2023

ეკვადორში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია სულ მცირე 16 ადამიანი.

სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთ პროვინცია ელ-ორო დაზარალდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სამედიცინო დაწესებულებები.

სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.