პუტინი მარიუპოლში ჩავიდა - კრემლი

19 მარ 2023

პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლში ჩავიდა. კრემლის ინფორმაციით რუსეთის პრეზიდენტი ქალაქში ვერტმფრენით ჩაფრინდა, შემდეგ კი ავტომობილით გადაადგილდებოდა.

პუტინმა სანაპირო ზოლი და თეატრის შენობა დაათვალიერა. ასევე შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და ერთ-ერთ მათგანს  საცხოვრებელ სახლშიც ესტუმრა.

ომის დანაშაულებში ბრალდებული პრეზიდენტი მარიუპოლში, ანექსირებული ყირიმის მონახულების შემდეგ ჩავიდა.