სი ძინ პინი მოსკოვშია და რუსულ-უკრაინულ ომში მედიატორის როლის მორგებას ცდილობს

20 მარ 2023

ჩინეთი და რუსეთი მსგავს მიზნებს იზიარებენ , - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვედრისას განუცხადა. სი ძინპინის თქმით, ჩინეთი „დიდად აფასებს“ ჩინეთ-რუსეთის კავშირებს, მისივე განცხადებით, ორივე ქვეყანას შეუძლია ითანამშრომლოს მათი განვითარების მიზნების განსახორციელებლად.