ეგვიპტე-საქართველოს ბიზნესფორუმში

21 მარ 2023

კაიროში ეგვიპტე - საქართველოს ბიზნესფორუმი გაიმართა. ბიზნესფორუმის ფარგლებში ეგვიპტელი ინვესტორები გაეცნენ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალს, ასევე საინვესტიციო გარემოს.

საქართველოს ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეგვიპტიდან კაპიტალის შემოდინება 96 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, რომელიც განხორციელდა რამდენიმე სექტორში. მისივე განმარტებით, ეგვიპტიდან ინვესტიციები ქუთაისისა და საგარეჯოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ხორციელდება.