„გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა პროტესტის ფორმები“ - თეონა ჭალიძე

21 მარ 2023

''გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა პროტესტის ფორმები: პიკეტირება, მანქანების, ურნების თუ არაერთი სკამის დაწვა" - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა აჭარის მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

თეონა ჭალიძის თქმით, მოქალაქეები სამართლიანად გაბრაზდნენ და  ე.წ. აგენტების კანონის მიღებით  საქართველოს ევროკავშირისკენ გზა  აღარ ექნებოდა.