22 მარ 2023
პარიზში საკამათო საპენსიო რეფორმის კანონპროექტის გამო ზედიზედ მეექვსე დღეა საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. პარიზის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეებმა დაწვეს ნაგვის ურნები.
ცეცხლის ჩასაქრობად სახანძრო ბრიგადები გამოიძახეს, პოლიციამ კი დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცდილობს მიუბრუნდეს რეფორმების კურსს უახლოეს კვირებში.