სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პლენარულ სხდომაზე

22 მარ 2023

ვიქტორ დოლიძე და ლევან მგალობლიშვილი, ესენი არიან დეპუტატები, რომლებმაც დღეს საკუთარ კოლეგას ტარიელ ნაკაიძეს სხდომის მიმდინარეობისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ვიქტორ დოლიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ზურგში  ჩაარტყა, ლევან მგალობლიშვილმაც ასევე მაგიდაზე დამაგრებული მიკროფონი ესროლა. 

ამ ყველაფერს კი წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, ისევ ისმოდა სიტყვები მოღალატე და აგენტი.