აჭარის ნაკრების ხუთი ხელბურთელი საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს 

23 მარ 2023

კონტინენტალურ თასზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის შემადგენლობაში აჭარიდან ხუთი ხელბურთელი იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატი 2-13 აგვისტოს ზაგრებში გაიმართება.

კენჭისყრის შედეგად 32 გუნდისგან 8 ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელთაგან F ჯგუფში საქართველოს ნაკრები ნორვეგიას, მონტენეგროს და მაკედონიას დაუპირისპირდება.

ბათუმში დაბრუნებულ ქართველ ხელბურთელებს აჭარის სპორტის სამინისტროსა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელები შეხვდნენ.