პარლამენტში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

23 მარ 2023

პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ელოდებიან. ლაშა ხუციშვილი დეპუტატების წინაშე მინისტრის "საათის ფორმატში" წარდგება და კანონმდებლებს გასული წლის მუშაობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს.

იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმიც. ოპოზიცია კრიტიკულია და ძირითადი შეკითხვების დასმას ინფლაციასთან დაკავშირებით აპირებს.

იმავე საკითხზე ექნება კითხვები  მმართველ გუნდსაც. ხვალ კი პარლამენტში პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ.