თურქეთში 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

24 მარ 2023

თურქეთის ქაჰრამანმარას პროვინციაში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას მედიასაშუალებები თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი გოქსუნის რაიონი იყო. მიწისძვრა, ადგილობრივი დროით 03:39 საათზე მოხდა.

ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნრგევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.