ანალენა ბერბოკი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

24 მარ 2023

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო. როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, სტუმრობის ასე დაწყება  მათთვის  გამოცხადებული ღია მხარდაჭერა იყო. მათ ანაბელა ბერბოკს მიაწოდეს ინფორმაცია 12 რეკომენდაციასა და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პრეზიდენტს, პრემიერს, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შეხვდება. ანალენა ბერბოკი საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა.