მონუმენტი ღვაწლმოსილი ექიმების სახელის უკვდავსაყოფად

24 მარ 2023

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ეზოში ღვაწლმოსილი ექიმების სახელის უკვდავსაყოფად  მონუმენტი გაიხსნა,რომელზეც  გარდაცვლილი მედიკოსების სახელ-გვარებია ამოტვიფრული. დღესვე დამსახურებულ ქირურგს  აკაკი ბერიძეს საზეიმოდ გაუხსნეს ვარსკვლავი. „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, კლინიკის ფოიში ისტორიული წარსულის ფოტოები გამოიფინა.