გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელია

24 მარ 2023

გიორგი მიქაუტაძე, „მეცის“ ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვით, გულშემატკივრებმა მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ აირჩიეს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი იმ ოთხ ფეხბურთელს შორის დაასახელეს, რომელთაგანაც ქომაგებს საუკეთესო უნდა გამოევლინათ.ნომინანტებში იყვნენ: იუსეფ მაზიზი 3 გოლით, გიორგი მიქაუტაძე 2 გოლით და 2 საგოლე გადაცემით, ისმაელ ტრაორე 1 საგოლე გადაცემით და მატიე უდოლი ასევე 1 საგოლე გადაცემით. გულშემატკივართა 74%-მა უპირატესობა ქართველ თავდამსხმელს მიანიჭა. მეცი საფრანგეთის ლიგა 2-ში მეოთხე ადგილზე იმყოფება 48 ქულით და მეორე ადგილზე მყოფ ზურიკო დავითაშვილის ბორდოს 2 ქულით ჩამორჩება. გიორგი მიქაუტაძის გუნდი რათქმა უნდა კვლავ აგრძელებს ბრძოლას ლიგა 1-ში გადასასვლელად.