„დედამიწის საათი“ - აქციას მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა

26 მარ 2023

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას - "დედამიწის საათი".გლობალური აქციის ფარგლებში, 1 საათით განათება გამოირთო მთავრობის ადმინისტრაციაში.

"დედამიწის საათი" გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.