ზურაბ აზარაშვილი იოახიმ შტამპის შეხვდა

26 მარ 2023

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გერმანიის ფედერალური მთავრობის მიგრაციის საკითხებში სპეციალურ რწმუნებულს იოახიმ შტამპის შეხვდა.

მხარეებმა შრომითი მიგრაციის, მიგრანტთა უფლებებისა და ცირკულარული შრომითი მიგრაციის საკითხები განიხილეს.

ხაზი გაესვა საქართველოში შრომითი მიგრაციის რეგულირების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებას.