რუსებმა ავდიივკაში მაღალსართულიანი შენობები დაბომბეს

26 მარ 2023

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და მაღალსართულიან შენობებს დაარტყეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსები აგრძელებენ ავდიივკას დაბომბვას. მათ სარაკეტო იერიში მიიტანეს ორ მაღალსართულიან შენობაზე“, - წერს ერმაკიტელეგრამზე“.მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.