სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

27 მარ 2023

სანდრო ბაზაძის წარმატებული სეზონი გრძელდება.  ქართველმა მოფარიკავემ ბუდაპეშტის მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, უნგრელ არონ სილაგის 14:10-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 14:15 დამარცხდა.

სანდრომ პირველ წრეში იტალიელი რიკარდო ნუჩიო დაამარცხა 15:11, შემდეგ კი კორეელ გიენდონ დოს მოუგო - 15:9. მეოთხედფინალში ქართველმა ფრანგი ელიოტ ბიბი 15:10 დაამარცხა.

ბაზაძემ ნახევარფინალში ისევ ფრანგ მოფარიკავეს მაქსიმ პიანფეტს 15:9 მოუგო, თუმცა ფინალში მსაჯების სადავო გადაწყვეტილების გამო მარცხი ჩაეთვალა.