ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის თასი ბათუმშია

26 მარ 2023

საქართველოში უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო. დღეიდან, უეფას ევროპის ჩემპიონატის თასი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს. 

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.