ნეთანიაჰუს მთავრობამ სადავო კანონპროექტის შემდგომი მოსმენები ერთი თვით გადადო

28 მარ 2023

ისრაელის პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, რადგან მათ უარი თქვეს თელ-ავივის მთავარ ავტომაგისტრალთან ახლოს მდებარე ტერიტორიის დატოვებაზე.

ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და არეულობის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა შეაჩერა ისრაელის სასამართლო სისტემის რეფორმის  შესახებ მთავრობის გეგმის განხორციელება.

ნეთანიაჰუს სასამართლო რეფორმის გეგმამ ისრაელის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი შიდა კრიზისი გამოიწვია.

ინიცირებული რეფორმა, რომელიც ქნესეთმა პირველი მოსმენით თებერვალში მიიღო, უზღუდავს უზენაეს სასამართლოს უფლებამოსილებას შეაჩეროს მთავრობის მიერ მიღებული კანონების მოქმედება. ასევე, მოსამართლეების შერჩევის პროცესში მთავრობის უფლებამოსილების ზრდა.