საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ანტალიაში დაგეგმილ გრანდ სლემზე წარსდგება

28 მარ 2023

ცნობილი გახდა შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ანტალიაში დაგეგმილ გრანდ სლემზე წარსდგება. წინასწარ განაცხადში 7 ქართველი ძიუდოისტი, 6 კაცი და1 ქალია.

თურქეთში ტატამიზე ლუხუმ ჩხვიმიანი, ლუკა კაპანაძე, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი, ომარ საური, ლევან მატიაშვილი და სოფიო სომხიშვილი გავლენ.

შეგახსენებთ, რომ ანტალიაში შარშან გამართულ გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

ტურნირის ჩემპიონები გიორგი ტერაშვილი და გურამ თუშიშვილი გახდნენ, ვერცხლის მედლებს კი ლუხუმ ჩხვიმიანი და ლუკა მაისურაძე დაეუფლნენ.