სახალხო დამცველი ე.წ. ოცნების დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა

29 მარ 2023

დღესვე სახალხო დამცველი ე.წ.ოცნების დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა.ლევან იოსელიანი  პირადად გაეცნო იქ არსებულ ვითარებას. მოისმინა ის პრობლემები,რომლებიც თვითნებურად შესახლებულებს აწუხებთ.ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფა,ელექტროენერგიის მიწოდება,ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა  - ამ და სხვა პრობლემის მოგვარება  სთხოვა მოსახლეობამ ომბუდსმენს ლევან იოსელიანი ე.წ.ოცნების ქალაქის მცხოვრებლებს  მანდატის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.