ბრალდება პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე

30 მარ 2023

პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ირკვევა, რომ 7 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის  დროს მან 9 აპრილის ქუჩაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“, რის გამოც სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღეს და მათი საავადმყოფოში გადაიყვანა გახდა საჭირო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციითვე ბრალდებულმა 9 მარტს, ღამის საათებში  ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.