31 მარ 2023
თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “ამბასადორის“ შენობაში ძლიერი ხანძარი იყო. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. შენობიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.