ვემსახურები საქართველოს - მოხალისეთა ორგანიზაცია

01 აპრ 2023

სამოქალაქო თავდაცვის გაძლიერების მიზნით, მოხალისეებს მათზე მორგებული გრაფიკის გათვალისწინებით, სწავლებებს სთავაზობს ორგანიზაცია "ვემსახურები საქართველოს". 

სწავლების ფარგლებში მოხალისეების მომზადებას საქართველოს ეროვნული გვარდია უზრუნველყოფს.

პროგრამა ორთვიანია და შაბათ-კვირის გამოყენებით ხუთ კომპონენტადაა გაწერილი. სწავლებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.