02 აპრ 2023
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა და დანიის თავდაცვის სამეფო კოლეჯი თანამშრომლობას იწყებენ.
გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ერთობლივი პროექტების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.
თანამშრომლობა ასევე მოიცავს კვლევების ჩატარებასა და აკადემიური პროგრამებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლას.