ქართველმა ძიუდოისტებმა ანტალიის გრანდ-სლემი მედლის გარეშე დაასრულეს

03 აპრ 2023

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა თურქულ ანტალიაში გამართული გრანდ სლემი მედლის გარეშე დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ანტალიაში შვიდი ძიუდოისტით იყო ჩასული, თუმცა, მატიაშვილის გარდა, მოწინავე შვიდეულშიც კი ვერავინ მოხვდა.

მედლის გარეშე დარჩნენ ლუხუმ ჩხვიმიანი, ლუკა კაპანაძე, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი, ომარ საური და სოფიო სომხიშვილიც.