ბათუმელი მოფარიკავეების წარმატება  

03 აპრ 2023

ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში,  რაპირით ფარიკაობაში, 23 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ბათუმის სპორტის სასახლის მოფარიკავეებმა ორი მედალი მოიპოვეს.

ანანო ჯინჭარაძე ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო ირაკლი მიქელაძე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ბათუმელი სპორტსმენები მწვრთნელებმა თიკო ბოლქვაძემ და ბიჭიკო საფარიძემ მოამზადეს.