ახალი ინვენტარი ბათუმელი მოფარიკავეებისთვის

03 აპრ 2023

საქართველოსა და აჭარის ფარიკაობის ფედერაციების ინიციატივით, ჩვენი რეგიონის ნაკრებს ახალი სპორტული ინვენტარი; ხმლები, რაპირები, მუზარადები, ხელთათმანები და ფორმები გადაეცა. ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ასეთი რამ სისტემატურად ხდება. აქვე გეტყვით, რომ აჭარის პარამოფარიკავეთა ნაკრებს კიდევ ერთი სპორტსმენი, 17 წლის ეტლით მოფარიკავე სალომე დოლიძე შეემატა. ეს მისი სპორტული ცხოვრების დებიუტია, თუმცა უკვე დიდი მიზნები აქვს და იმედოვნებს, რომ წარმატება მალე მოვა. მისი მთავარი მიზანი კი ოლიმპიადის და მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა.