ჩირუხის ახალ ზიპლაინზე ტენდერი გამოცხადდა

04 აპრ 2023

ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი ჩირუხის მთაზე მოეწყობა.ზიპლაინი "არწივის ბუდის" დიზაინით აშენდება და პანორამული ხედი ხეობაზე ექნება. ზედა სადგური ზღვის დონიდან 2496 მეტრ სიმაღლეზე განთავსდება,ხოლო ქვედა სადგურში ტურისტულ-ვიზიტორთა ცენტრი განთავსდება.აღნიშნული ზიპლაინი ჩირუხი- ხიხანი- გოდერძის ალპურ მარშუტს დააკავშირებს ერთმანეთთან.პროექტის ღირებულება 9 მილიონ 512  ათას ლარზე მეტია.ტენდერი უკვე გამოცხადდა.აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე ზიპლაინის მოწყობისთვის 2024  წლის ოქტომბერია განსაზღვრული. თინა ზოიძის თქმით, ჩირუხის ზიპლაინი აჭარისთვის,როგორც 4 სეზონიანი აქტიური რეგიონისთვის, კიდევ ერთი გასართობ-ექსტრემალური ობიექტის შექმნის შესაძლებობა იქნება.