მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი

09 თებ 2017

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა სენატორ მიჩ მაკკონელის აქტიური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ბოლო წლების განმავლობაში მისი არაერთი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.  შეხვედრაზე ისაუბრეს  საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. მინისტრმა სენატის უმრავლესობის ლიდერს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემოს და მთავრობის რეფორმების პროგრამის შესახებ. გამოითქვა მზადყოფნა ხელი შეეწყოს ეკონომიკის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებას.