პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და იტალიას შორის

05 აპრ 2023

პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და იტალიას  შორის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს - პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. 

ასევე განიხილეს  12 რეკომენდაციის  შესრულების მიმდინარეობა და ამ მხრივ საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები.

საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციასა და ვილნიუსის სამიტის მზადების პროცესს.