ანჯეი დუდამ ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა

05 აპრ 2023

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ვარშავაში ვიზიტად მყოფი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა.

მედიის ცნობით, დუდამ განაცხადა, რომ ორდენი უძველესი და უმაღლესი პოლონური ჯილდოა და გადაეცემა გამოჩენილ პირებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელესნკი, პირველი ლედი ოლენა ზელენსკა და უკრაინის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება.