უცხოური მედიის ინფორმაციით, ბრაზილიაში საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე, ოთხი მცირეწლოვანია მოკლული, კიდევ ოთხი დაშავებული

05 აპრ 2023

ბრაზილიაში საბავშვო ბაღზე  თავდასხმის შედეგად სულ მცირე, ოთხი მცირეწლოვანია მოკლული. შესაბამის ინფორმაციას უცხოური მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცულით შეიარაღებული 25 წლის მამაკაცი ქვეყნის სამხრეთით, სანტა-კატარინას შტატში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღს დაახლოებით დილის 09:00 საათზე დაესხა თავს. დაჭრილია ოთხი ბავშვი. საავადმყოფოს წარმომადგენლების თქმით, დაშავებულები სამ წლამდე ასაკის არიან.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. სანტა-კატარინას შტატის გუბერნატორმა მომხდარის გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.