აშშ-ში მოსწავლეები სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერებას მოითხოვენ

06 აპრ 2023

ამერიკელი მოსწავლეები  სკოლებში ცეცხლსასროლი  იარაღის გამოყენებით ძალადობას აპროტესტებენ. ორგანიზაცია "სტუდენტები ითხოვენ მოქმედებას",  ყოველდღიურად აწყობს მსგავს საპროტესტო გამოსვლებს  და აცხადებს, რომ 110-ზე მეტი ამერიკელი იღუპება ცეცხლსასროლი იარაღით, 200-ზე მეტი კი დაშავებულია.   

27 მარტს, სამი მოსწავლე და სამი მასწავლებელი დაიღუპა ნეშვილის ქრისტიანულ სკოლაში, როცა  ყოფილმა კურსდამთავრებულმა ქალმა მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა.  მოტივი ჯერჯერობით უცნობია.