ისრაელის პოლიციის კიდევ ერთი რეიდი ალ-აქსას მეჩეთში

06 აპრ 2023

ისრაელის სპეცრაზმა იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთში პალესტინელი მლოცველები  მეორედ დაარბია.  თვითმხილველების თქმით, 350-ზე მეტი ადამიანის დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ კომპლექსში პოლიცია ისევ შეიჭრა და მლოცველების წინააღმდეგ ხელკეტები, ხმოვანი ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.   

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის განცხადებით, დაშავებულია 20-მდე ადამიანი.  ისრაელის პოლიცია აცხადებს, რომ ათეულობით ახალგაზრდამ მეჩეთში ქვები და ცეცხლსასროლი იარაღი შეიტანა და ბარიკადები ააგო.  

პოლიციის განცხადებით, დაშავებულია ორი ოფიცერი. ალ-აქსას მეჩეთში  მლოცველების დარბევა  დაგმეს იორდანიაში, პალესტინასა და თურქეთში. ასობით ადამიანმა  სოლიდარობა გამოუცხადა პალესტინელებს და დაგმო ისრაელის ქმედება.

მომხდარს გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტიც.