სანა მარინი თანამდებობიდან გადადგა

06 აპრ 2023

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამარცხების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. პრეზიდენტმა საული ნიინისტომ მიიღო მთავრობის გადადგომა.

მინისტრთა კაბინეტის წევრები გააგრძელებენ მოვალეობების შესრულებას ახალი მთავრობის ფორმირებამდე.

პარლამენტში არსებული კოალიცია ამ საკითხის განხილვას მომავალ კვირას დაიწყებს.