''რუსთავი 2'' მხარდასაჭერი აქცია

09 თებ 2017

სიტყვის თავისუფლების დასაცავად დედაქალაქში გამართული აქცია დასრულდა. აქციის დასრულების შემდეგ როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, საკოორდინაციო საბჭო დღეს შეიკრიბება და მომავალი კვირის გეგმას შეიმუშავებს. დღევანდელ აქციაში 8 პოლიტიკური პარტიისა და  სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ. მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყო და  უზენაეს სასამართლოსთან დასრულდა.